in

პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ პირველი გოლიც გავიტანეთ

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გამართა.

B ლიგის მეხუთე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან მე-12 წუთზე გოლი ლიზი კანკიამ გაიტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 ოქტომბერს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

31 ოქტომბერს ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ასაკობრივი ნაკრები იქნება.

A ლიგაში B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 5 წუთი და მოგება

ლეგიონერების ევროპა