in

პირველი: ზურიკოს ასისტით სენტ ეტიენმა მოიგო – დავითაშვილი საუკეთესო იყო

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი შედეგიანი მოქმედება მიითვალა. ჩვენმა შემტევმა მცველი ფინტით მოიშორა, ფლანგზე ჩაირბინა და ზუსტად ჩააწოდა მატიე კაფაროს, რომელმაც ანგარიში გახსნა და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლიც გაუტანია.

მე-4 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „ლილი“ 1:0 დაამარცხა. პირველი გამარჯვება და პირველი ქულები მოიპოვა.

დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს მეკარე დაეუფლა. ქართველი თამაშს ამწვავებდა, მეტოქეს ყვითელი ბარათიც მიაღებინა. ბოლოს კი დავითაშვილმა ბურთი კარს მცირედით ააცილა და მატჩიც დასრულდა.
ზურიკომ ბოლომდე ითამაშა.

დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სამიდან ორმა ანალიტიკურმა პორტალმა ქართველ შემტევს ორივე გუნდში უმაღლესი შეფასებები დაუწერა.
Flashscore – 7.9; Sofascore – 7.4; Whoscored – 8,1.

ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის ინგლისურენოვანმა ვერსიამ დავითაშვილს „დაუფასებელი მოთამაშე“ უწოდა.
ესპანური „დიარიო ასი“ კი წერს:
„გიორგი მიქაუტაძის შემდეგ ლიგა 1-ში კიდევ ერთი ქართველი ტალანტი „აფეთქდა“. ზურიკო დავითაშვილი. ქართველი შემტევი ნახევარმცველის ფლანგზე აქტიურობას კაფაროს გოლი და სეზონში პირველი გამარჯვება მოჰყვა. ზურიკო დიდი ტალანტია“.

სენტ-ეტიენი – ლილი 1:0
გოლი: კაფარო (6)

„სენტ-ეტიენი“ 20 სექტემბერს გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი სინონიმი: ბუდუ და გოლი – კარლსრუემ ზივზივაძის დუბლით მოიგო

ლეგენდების მატჩის შემადგენლობა ცნობილია: ვინ ჩამოდის თბილისში