საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა სანაკრებო სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ორიდან ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ტურით ადრე გაინაღდა ევროპის რვა საუკეთესო გუნდში ადგილი.
საქართველოს ნაკრების ამ ისტორიულ წარმატებას უეფაც გამოეხმაურა და ქართველების ეს მიღწევა გამოარჩია.
2010 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები არის პირველი დებიუტანტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგო.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 6 ქულა აქვს და უკვე ოფიციალურად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური, რდგან ჯგუფის მეორე შეხვედრა აზერბაიჯანსა და ესპანეთს შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
მოვიგეთ: საქართველომ ბოსნია დაამარცხა და 1/4 ფინალს მიუახლოვდა
GIPHY App Key not set. Please check settings