in

პირველად 135 წლის განმავლობაში: სიტი ზედიზედ მეოთხეს უმიზნებს, ჰოლანდი ორი სეზონის პირველი კაცია

„სიტიმ“ პრემიერლიგის გადატანილ 34-ე ტურში სტუმრად 2:0 დაამარცხა „ტოტენჰემი“ და ჩემპიონობას მიუახლოვდა.

ორივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა: 51-ე წუთზე და მერე 91-ეზე პენალტი.

„სიტის“ 88 ქულა აქვს, „არსენალს“ 86 და დარჩენილია ბოლო ტური. „ქალაქელები“ გადამწყვეტ შეხვედრაში „ვეტს ჰემს“ შინ ეთამაშებიან.

„სიტი“ შესაძლოა ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდეს.
არავის 135 წლის განმავლობაში არ მოუხერხებია მსგავსი რამ.
5 გუნდი გამხდარა ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ: «ჰადერსფილდი» (1924-1926), «არსენალი» (1933-1935), «ლივერპული» (1982-1984) და «მანჩესტერი» (1999-2001 და 2009-2010).

„სიტიმ“ „ტოტენჰემს“ სტუმრად პირველად მოუგო ბოლო 6 წლის განმავლობაში (2018 წელს 3:1 აჯობა). მანამდე „ქალაქელები“ მუდმივად მშრალი ანგარიშით აგებდნენ (0:1, 0:1, 0:2, 0:2).

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერლგის 65 მატჩში 63 გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი პირველ ორ სეზონში. მეორე ადგილზეა „ნიუკასლის“ ენდი კოული, რომელმაც პირველ ორ სეზონში 55 გოლს მოუყარა თავი.

ჰოლანდმა 26-ე და 27-ე გოლები გაიტანა მიმდინარე პრემიერლიგაში და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

კევინ დე ბრუინმა პრემიერლიგაში ასისტების მხრივ სესკ ფაბრეგასს გადაასწრო – 112. წინ მხოლოდ რაიან გიგზია.

გვარდიოლა: „ყველაფერი ჩვენს ხელშია. ბოლო თამაში ყველაზე რთულია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაც არ უნდა მოხდეს, მიქაუტაძე მეცში არ დარჩება

სპანდერაშვილი საფრანგეთში წავიდა