პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი ქართველი რეფერი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ რაგბი 7-ის ტურნირს იმსაჯებს.
სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში ხორვატიაში ჩავლენ და ზაგრებში გასამართ კაცთა და ქალთა „ალაფას“ (19-20 ივნისი) იმსაჯებენ.
7-კაცა რაგბი ევროპის „ალაფაზე“ 12 გუნდი ითამაშებს – რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ისრაელი, ლუქსემბურგი, დანია, თურქეთი, უნგრეთი და ლატვია.
ჩიხლაძეს რაგბი ევროპის ტურნირებზე 15-კაცა რაგბში გვერდით მსაჯად და ვიდეორეფერად (წელს რუმინეთი-ესპანეთი) რამდენჯერმე უმუშავია, 7-კაცას ტურნირზე და თანაც მოედნის მსაჯად კი, პირველად მიიწვიეს.
ქალთა რაგბი ევროპის „ალაფაზე” ქართველი გოგონებიც ითამაშებენ. ჩვენი გუნდი ბ ჯგუფში ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთისა და დანიის ნაკრებებთან მოხვდა, ხოლო A ჯგუფში უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი და მოლდოვა ითამაშებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings