კვიპროსის თასის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფამაგუსტას “ანორთოსისმა” “კარმიოტისი” 5:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა “ანორთოსისმა” გასვლაზე 2:1 მოიგო. შესაბამისად, ქეცბაიას გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მიმდინარე სეზონში ეს იყო “ანორთოსისის” პირველი შეხვედრაა, რომელშიც არცერთ ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია.
მომდევნო შეხვედრას “ანორთოსისი” კვიპროსიის ჩემპიონატის ეგიდით “ნეა სალამინას” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings