საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ნაკრებში 17 წლის ბიჭი გამოიძახა – თბილისის „დინამოელი“ გაბრიელ სიგუა, რომელსაც აქამდე ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და გუნდის კაპიტანიც იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულ გუნდში ამ ასაკის ფეხბურთელს ეძახიან, მაგრამ არც ხშირი შემთხვევაა და მწვრთნელის გამბედაობაც აღსანიშნავია და ფეხბურთელისადმი გაცემული ავანსებიც და დიდი მოლოდინი გულშემატკივრების მხრიდან, რომლებიც ყველა მსგავს შემთხვევას ინტერესით და იმედით ხვდებიან.
თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი პირველი კომენტარი გააკეთა ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ.
გაბრიელ სიგუა:
„პირველად რომ ბურთს შევეხე იმ წამიდან ვიცოდი რა იყო ჩემი მიზანი. თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ასეთი ამაღელვებელი და ემოციური იქნებოდა.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი ბედნიერი ვარ. ამავდროულად ვგრძნობ რამდენად საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა და მზა ვარ, რომ ჩვენი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთო“.
GIPHY App Key not set. Please check settings