in ,

პიკე, მოდრიჩი, ბენზემა და მამარდაშვილი: მამარდა ლა ლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემა, Whoscored.com-ის ვერსიით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დივიზიონის კვირის საუკეთესო გუნდის კარს, 20 წლის ქართველი გოლკიპერი იცავს.
გიორგი მამარდაშვილთან ერთად, ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ნაჩო ფერნანდესი, ხერარდ პიკე, ერიკ ლამელა, ფრენკი დე იონგი, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ბრაითუეითი, ქარიმ ბენზემა და ანხელ კორეა არიან.

გიორგი მამარდაშვილმა, ლა ლიგის პირველ ტურში “ხეტაფესთან” გამართულ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (1:0) და სათამაშო კვირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის ყველაზე კარგი თამაში: 20 ქულა

ბასილაშვილი ფონინთან დამარცხდა და ცინცინატის მასტერს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა