in

პეკინი 2022-ს მაღალტექნოლოგიური ოლიმპიური სოფელი ექნება – ჩინელები მსოფლიოს განცვიფრებას ერთხელაც შეეცდებიან

ჯერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები არ დაგვივიწყებია და მალე ზამთრის ოლიმპიური თამაშები მოგვიახლოვდება. ჩინელებმა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების შთამბეჭდავი მასპინძლობით უკვე გააკვირვეს მთელი მსოფლიო. 2008 წლის ოლიმპიადისთვის აშენებული ოლიმპიური სტადიონი “ჩიტის ბუდე” კი უბრალოდ არქიტექტურის შედევრია.

ჩინელები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვისაც მაგრად ემზადებიან. პეკინი 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დღეს ოლიმპიური სოფელის ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნავენ, რომ მომავალი ოლიმპიადის სოფელი მაღალტექნოლოგიური იქნება.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოფელი სამ კლასტერში განთავსდება

იანცინში არსებულ კამპუსში ძალზე დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიაა დანერგილი, რაც შენობაში 20-დან 26 გრადუსამდე ტემპერატურის დაჭერის ხარჯზე კომფორტული პირობებს ქმნის. სოფლის მშენებლობისას გათვალისწინებული იყო ეკოლოგიური სტანდარტები, ბუნებას კი მინიმალური ზიანი მიადგა.

სოფლის საერთო ზონაში სამი დიდი ეკრანია, სადაც სპორტსმენებს ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, მათ შორის, გარემოზე, უსაფრთხოებაზე და მომსახურებაზე.

პეკინი-2022-ის ორგანიზატორები ოთახის ავეჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელზეც, საწოლზეც ამახვილებენ ყურადღებას. ისინი არა მარტო მოხერხებული და მყარია, არამედ გარდაქმნის უნარიც აქვს. დისტანციური მართვის პულტის დახმარებით შესაძლებელი იქნება საწოლის სურვილისამებრ დარეგულირება: დასასვენებლად, კითხვისთვის ან ლეპტოპზე სამუშაოდ.

როგორც, პეკინი 2022-ის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, მომავალი ოლიმპიადისთვის ისინი პეკინი 2008-ის დარჩენილ მემკვიდრეობას (სპორტული ინფრასტრუქტურა) გამოიყენებენ.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს ჩატარდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საოცარი სტატისტიკა: ლუის სუარესმა კარიერაში ყველა წუთზე გაიტანა

ეს ძალიან სასაცილოა, ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იყო მესიზე მაღალი: რონალდოს დედამ 2017 გაიხსენა