“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მცველი, პატრიკ ბევერლი, ლიგამ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და მიზეზი “ფინიქსთან” გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტია.
შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, დევინ ბუკერმა ოსტინ რივერსზე ჯარიმა აიღო, მაგრამ ეს მნიშნველოვანი არ არის. დეანდრე ეიტონი თავისთვის იდგა, როდესაც ბევერლიმ უკნიდან მხრით შეუტია და ლიგას ეს არ მოეწონა. ჯერ უცნობია ფულადი ჯარიმის დეტალები.
GIPHY App Key not set. Please check settings