in

პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი, შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა, – წერია საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე.

ფეხბურთელს მაცხოვრის ხატი უსახსოვრეს.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ფეხბურთელმა დრო გამონახა და უახლოეს ადამიანებთან ერთად საპატრიარქოს ესტუმრა. ეს მისთვის ტრადიციაა – ხვიჩა საქართელოში ყოფნისას ეკლესიაში სისტემატურად დადის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის 14 წუთი, 2 ქულა, 5 მოხსნა და ორლანდოს გამარჯვება

მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნება: კვარაცხელია ნაკრებზე, ნაპოლიზე, გულშემატკივრებზე…