in

პატივს ვცემთ საქართველოს, კარგ ფორმაში არიან, მაგრამ მოგება გვინდა – შოტლანდიის მწვრთნელი

საქართველოს ნაკრებს დღეს საღამოს დიდ გამოცდას მოუწყობს შოტლანდის ნაკრები და იქაური პუბლიკა: ჯგუფის აშკარა ლიდერს ვეთამაშებით, რომელსაც ბუნებრივია ისევ 3 ქულის აღება უნდა. ეს არც მათთვის იქნება მარტივი და ეს იცის კიდეც შოტლანდიელთა მწვრთნელმა სტივ კლარკმა:

გლაზგო გზის ნაწილია, რომელიც ოცნებისკენ მიგვიყვანს: რა არის საქართველოს მთავარი ამოცანა და რას ელოდება სანიოლი

„იმედია კარგი თამაშის ჩვენებას შევძლებთ. როდესაც სტადიონზე მივალთ და ფეხბურთელები გულშემატკივრის თანადგომას იგრძნობენ, კარგად უნდა ვითამაშოთ. ბიჭები მოუთმენლად ელიან სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 15 მატჩიდან 1 წააგო. ამ გუნდს „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავს. თავიდანვე ვთქვი, რომ მეოთხე კალათიდან ყველაზე რთული გუნდი შეგვხვდა. ახლა ისინი კარგ ფორმაში არიან, მათ წინააღმდეგ რთული თამაში იქნება.

დადებითი იმპულსის შენარჩუნებისთვის მოგება კარგი იქნება. მაგრამ ფეხბურთს ახასიათებს სიურპრიზები და თუ მეტოქეს პატივს არ სცემთ, შესაძლოა, მოულოდნელი დარტყმა მიიღოთ. პატივს ვცემთ ფეხბურთს და შევეცდებით, საქართველოსთან მორიგი სამი ქულა მოვიპოვოთ“, – განაცხადა სტივ კლარკმა.

შოტლანდიამ სამივე მატჩი მოიგო – შინ კვიპროსთან და ესპანეთთან, სტუმრად ნორვეგიასთან და A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსი ისევ ჩამორჩა, თოკომ 2 ქულა აიღო: შემდეგი ბოლონიაშია

ლუკა პარკაძე მიუნხენშია: ქართველი შეკრებას ბაიერნის მთავარ გუნდთან გაივლის