in

პარკაძე გაგრას დაემშვიდობა და ბაიერნში მიდის

ლუკა პარკაძემ 2022 წლის აგვისტოში მიუნხენის „ბაიერნთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ არასრულწლოვნობის გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია. აქ კი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი „გაგრას“ შეუერთდა და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. ახლა კი, როდესაც ეროვნულ ლიგაში პაუზაა, ლუკა კი 18 წლის გახდა, ის გუნდს დაემშვიდობა და „ბაიერნს“ შეუერთდება.

18 წლის ფეხბურთელი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში შედგა. „ბაიერნმა“ კი პარკაძე საქართველოსა და გერმანიის 17-წლამდელთა მატჩის დროს შენიშნა.

პარკაძე 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. 17-წლამდელებში კი 19 მატჩი აქვს ნათამაშები და 3 გოლი გატანილი.

ინგლისურმა გამოცემა Guardian-მა 2022 წელს პარკაძე მსოფლიო ფეხბურთის 60 ტალანტს შორის დაასახელა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა თურქეთში ბრუნდება: ძმის კლუბში პირლოს შეცვლის

ბათუმის სტადიონმა ოსკარი აიღო