in

პარიზმა ხვიჩას პასით მოიგო: ქართველი ნიცასთან საუკეთესო იყო

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში პსჟ-მ „ნიცას“ უმასპინძლა და დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით მოუგო – 1:0.

ქართველი შემტევი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მასპინძლები გოლის გატანა წამატებულ ბოლო წუთზე შეძლეს: კუთხურის მოწოდების შემდეგ კვარაცხელიამ გონსალო რამოშს თავით მიაწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

კვარაცხელიამ ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

Whoscore – 8.7; Sofascore – 9.1, Flashscore- 8.5.

პსჟ – ნიცა 1:0
გოლი: რამუში (90+4)

პსჟ 24 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, შინ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბარსელონამ პარტიზანს ბელგრადში დრამატული ბრძოლა შენგელიათი მოუგო

ბუდუმ გაიტანა: პირველი გოლი ბუნდესლიგაში და ფრე აინტრახტთან