ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო: მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და პირველ ტაიმში ორი საგოლე პასი შეასრულა. ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალეს.
მე-18 წუთზე პსჟ-ის შეტევა კვარაცხელიამ კარგად განაგრძო, ფაბიან რუისი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმი სრულდებოდა, როდესაც ხვიჩამ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა: ვიტინიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და პსჟ-მა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო.
ხვიჩამ Flashscore-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 8.4. Whoscored-მა და Sofascore-მა 7.9 დაუწერეს (მეორეა ვიტინიას შემდეგ).
პსჟ – ატლეტიკო 4:0
გოლები: 1:0 ფაბიანი (19), 2:0 ვიტინია (45+1), 3:0 მეილიუ (87), 4:0 ლი (90+7, პენ)
გაძევება: ლანგლე (78, ატლეტიკო)
მეორე ტურში, 19 ივნისს პსჟ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings