in

პარიზის მეტროსადგურ „არგენტინას“ სახელი შეუცვალეს და „საფრანგეთი“ დაარქვეს

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ცოტა ხნით ადრე, პარიზის მეტროს სადგურს „არგენტინას“ სახელი შეუცვალეს და „საფრანგეთი“ დაარქვეს. თუმცა, ეს ნაბიჯი ფრანგებს გამარჯვებაში ნამდვილად ვერ დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ india today ავრცელებს.

გასული მატჩი ყველას დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდება. პირველ ტაიმში ორი გოლი არგენტინელებმა გაიტანეს, თუმცა მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა და იღბალი უკვე ფრანგებისკენ შემოტრიალდა – პენალტები, მბაპეს გოლი და კიდევ ერთი გოლი. ძირითადი დროის დასრულებისას ანგარიში 3:3 იყო და შედეგად პენალტების სერიაში არგენტინამ გამარჯვება მოიპოვა.

მბაპე საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს, მესი – ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.

მანამდე კი პარიზის ხელისუფლებამ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და ერთ-ერთ მეტროსადგურს სასწრაფოდ სახელი შეუცვალა. შესაძლოა ეს ნაბიჯი დროებითი იყოს და მეტროს ძველი სახელი დაუბრუნდეს, ანდაც ვინ იცის შესაძლოა ფინალის წაგების შემდეგ პარიზში „არგენტინის“ ხსენება აღარც სურდეთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანაკრებო კარიერას არ ვასრულებ, ჩემპიონის მაისურით თამაში მსურს

მუნდიალების ბომბარდირები: მბაპე მალე ყველას აჯობებს