ეროვნული ლიგის მომდევნო სეზონისთვის ქუთაისის “ტორპედო” გაძლიერებას განაგრძობს. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, “ქუთათურებმა” ზამთრის შეკრება უკვე დაგეგმეს და გუნდშიც სერიოზული რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ჩვენი ინფორმაციით, მომავალ სეზონში “ტორპედოს” მაისურს საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი პაპუნაშვილი მოირგებს. პაპუნაშვილის იმერულ კლუბში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და მას კლუბი მალე გააოფიციალურებს.
პაპუნაშვილი ბოლოს “აპოლონის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი, ესპანურ “სარაგოსაში” ირჯებოდა. კარიერის საწყის ეტაპზე კი, გიორგი პაპუნაშვილი თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მას ეროვნული გუნდის მაისურით 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings