პორტუგალის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე პაატა ღვინიაშვილმა (-90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა შვეიცარიელი მიკი ჩავანე იპონით დაამარცხა. ფინალამდე ღვინიაშვილმა ფრანგ ალექსის გნორა პლანტარსა და ყაზახ კაირატ მაზკენოვს აჯობა.
დღესვე ვერცხლის მედალი იოსებ მარგველაშვილმა დაისაკუთრა. ფინალური შეხვედრა ჩვენმა ძიუდოისტმა ყაზახ მადი ნაბიევთან დათმო.
GIPHY App Key not set. Please check settings