ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 მედლით – 1 ვერცხლი და სამი ბრინჯაო დაასრულა.
ვერცხლის მედლის მფლობელი გიორგი შოთაძე გახდა. ბრინჯაოს მედლებს კი, გიორგი თოხაძე, ბექა გურული და დიეგო ჩხიკვაძე დაეუფლნენ. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ხვალიდან, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება, რომელიც ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს.
55 კგ – გიორგი გეგელაშვილი
61 კგ – რამაზ თურმანიძე
65 კგ – გია უგრელიძე
74 კგ – თემურ ბერუაშვილი
79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ – ევსემ შველიძე
92 კგ – მირიან მაისურაძე
97 კგ – ანდრო მარგიშვილი
125 კგ – სოლომონ მანაშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings