საიტმა Goal.com-მა წლევანდელი „ოქროს ბურთის“ პრეტენდეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ლიდერობს პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელმაც 2021 წელს 40 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. მან კოპა ამერიკა და ესპანეთის თასი მოიგო.
მეორე ადგილზეა „ბაიერნის“ გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი. 2012-ში პოლონელმა 54 გოლი გაიტანა და 8 სხვას გაატანინა, ასევე მოიგო ბუნდესლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და გერმანიის სუპერთასი.
მესამეა „ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო. მან 7 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა, ასევე გახდა ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.
რეიტინგში მეოთხეა ნგოლო კანტე („ჩელსი“) და მოყვებიან – ქარიმ ბენზემა („რეალი“), კილიან მბაპე (პსჟ), რომელუ ლუკაკუ („ჩელსი“), ერლინგ ჰაალანდი („ბორუსია დორტმუნდი), კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“).
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings