in

ოქროს ბურთის 30 ნომინანტი: აღარც ლეო და აღარც რონალდო

France Football-მა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტები დაასახელა. ჯილდოზე წარდგენილია 30 ფეხბურთელი:

მათ შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ეს პირველი შემთხვევაა 2003 წლის შემდეგ, როცა სიაში არ არის არც არგენტინელი და არც პორტუგალიელი.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე წარდგენილები არიან:

ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია / “მანჩესტერ სიტი”), ნიკო უილიამსი (ესპანეთი / “ბილბაო”), გრანიტ ჯაკა (შვეიცარია / “ლევერკუზენი”), არტიომ დოვბიკი (უკრაინა / “ჟირონა” / “რომა”), ტონი კროოსი (გერმანია / “რეალი”), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი / “რეალი”), რუბენ დიაში (პორტუგალია / “მანჩესტერ სიტი”), ფილ ფოდენი (ინგლისი / “მანჩესტერ სიტი”), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი / “რეალი”), ემილიანო მარტინესი (არგენტინა / “ასტონ ვილა”), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია / “რეალი”), დანი ოლმო (ესპანეთი / “ბარსელონა”), ფლორიან ვირტცი (გერმანია / “ლევერკუზენი”), მარტინ ოდეგორი (ნორვეგია / “არსენალი”), მატს ჰუმელსი (გერმანია / “დორტმუნდი”), როდრი (ესპანეთი / “მანჩესტერ სიტი”), ჰარი კეინი (ინგლისი / “ბაიერნი”), დეკლან რაისი (ინგლისი / “არსენალი”), ვიტინია (პორტუგალია / პსჟ), კოულ პალმერი (ინგლისი / “ჩელსი”), დანი კარვახალი (ესპანეთი / “რეალი”), ლამინ იამალი (ესპანეთი / “ბარსელონა”), ბუკაიო საკა (ინგლისი / “არსენალი”), ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი / “ინტერი”), უილიამ სალიბა (საფრანგეთი / “არსენალი”), კილიან მბაპე (საფრანგეთი / პსჟ / “რეალი”), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა / “ინტერი”), ადემოლა ლუქმენი (ნიგერია / “ატალანტა”), ანტონიო რიუდიგერი (გერმანია / “რეალი”), ალეხანდრო გრიმალდო (ესპანეთი / “ლევერკუზენი”).

გამარჯვებული გამოცხადდება 28 ოქტომბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოჩაღ გიო: მამარდაშვილი ოქროს ბურთის ნომინანტია

წლის გუნდი, მწვრთნელი და ახალგაზრდა: ვინ არიან ოქროს ბურთის ნომინანტები