2021 წელს France Football-ის „ოქროს ბურთის“ პრემიის 30 ნომინანტი ცნობილია.
გამოცემის ტვიტერმა პრეტენდენტების დასახელება პორციებად დაიწყო. თუმცა ქსელში მანამდე ინფორმაციამ მაინც გაჟონა და 30 ფეხბურთელის სახელი გამჟღავნდა.
პირველი ხუთეული: რიად მარეზი („სიტი“), ნგოლო კანტე („ჩელსი“), ერლინგ ჰაალანდი („ბორუსია“ დ), ლეონარდო ბონუჩი („იუვენტუსი“), მეისონ მაუნტი („ჩელსი“).
მეორე ხუთეული: ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“/პსჟ), ქარიმ ბენზემა („რეალი“), რაჰიმ სტერლინგი („სიტი“), ნიკოლა ბარელა („ინტერი“).
მესამე ხუთეული: ლეო მესი („ბარსელონა“/პსჟ), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“), პედრი („ბარსელონა“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), ჯორჯო კიელინი („იუვენტუსი“).
მეოთხე ხუთეული: კევინ დე ბრუინი („სიტი“), ნეიმარი (პსჟ), რუბენ დიაში („სიტი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), სიმონ კიაერი („მილანი“).
მეხუთე ხუთეული: რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), ჟორჟინიო („ჩელსი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), სეზარ ასპილიკუეტა („ჩელსი“) რომელუ ლუკაკუ („ინტერი“/“ჩელსი“).
მეექვსე ხუთეული: კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“/“მანჩესტერი“), ჟერარ მორენო („ვილიარეალი“), ფილ ფოდენი („სიტი“), კილიან მბაპე (პსჟ), ლუის სუარესი („ბარსელონა“/“ატლეტიკო“).
2021 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია პარიზში, 5 დეკემბერს გაიმართება.
2020 წელს „ოქროს ბურთის“ გადაცემა არ შემდგარა.
GIPHY App Key not set. Please check settings