პარიზში „ოქროს ბურთის“ ცერემონია გაიმართა და ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.
საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ათი მეკარე იბრძოდა: დიოგუ კოშტა („პორტო“), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდის „ბორუსია“), ანდრეი ლუნინი („რეალი“), მაიკ მენიანი („მილანი“), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“), უნაი სიმონი (ბილბაოს „ატლეტიკი“), იან ზომერი („ინტერი“), რონუენ უილიამსი („მამელოდი სანდაუნსი“).
ზედიზედ მეორედ გამარჯვებული არგენტინელი ემილიანო მარტინესი გახდა. მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა.
1. მარტინესი, 2. სიმონი, 3. ლუნინი, 4. დონარუმა, 5.მენიანი, 6. ზომერი, 7. მამარდაშვილი, 8. დიოგუ კოშტა, 9. უილიამსი, 10. კობელი.
ქართველმა მეკარემ მცირე კომენტარიც გააკეთა:
„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, ეს უკვე დიდი წარმატებაა. იმედი მაქვს აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს”.
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე პარიზის „შატლეს“ თეატრში მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
24 წლის მამარდაშვილმა ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე გამოცემამ ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. ზაფხულში მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა.
შეგახსენებთ, შარშანდელ ცერემონიაზეც მონაწილეობდა ქართველი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია.
GIPHY App Key not set. Please check settings