in

ოქროს ბიჭუნა ბელინგემია

ჯუდ ბელინგემი 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.

„რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა მოიგო Golden Boy, რომელსაც ტურინული გაზეთი Tuttosport იძლევა. მან “ბარსელონას” 16 წლის ლამინ იამალს აჯობა.

ჯილდოზე პრეტენდენტები იყვნენ: ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), ხავი სიმონსი („ლაიპციგი“), ანტონიუ სილვა („ბენფიკა“), ალექს ბალდე („ბარსელონა“), ფლორიან ვირტცი („ბაიერი“), ბენიამინ შეშკო („ლაიპციგი“), ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“), რასმუს ჰეილუნდო („მანჩესტერი“), ლივაი კოლუილი („ჩელსი“), იოჰან ბაკაიოკო (პსვ), მილოშ კერკეზი („ბორნმუთი“), არტურ ვერმერენი („ანტვერპენი“), ევან ფერგიუსონი („ბრაიტონი“), ლუკ გურნა-დუათი („ზალცბურგი“), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), უსმან დიომანდე („სპორტინგი“), არნაუ მარტინესი („ჟირონა“), მატის ტელი („ბაიერნი“), ანდი დიუფი („ლანსი“).

პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა. მისი პირველი მფლობელი ნიდერლანდელი რაფაელ ვან დერ ვაარტია, ხოლო 2022 წელს „ოქროს ბიჭუნა“ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი გავი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევერტონს 10 ქულა ჩამოაკლეს და ბოლო ადგილზე გაუშვეს: სუპერკომპიუტერი ამბობს, რომ მაინც გადარჩება

ჰოლანდი სეზონის ფეხბურთელია, იამალს ახალგაზრდებში ახალგაზრდას პრიზი მისცეს