Golden Boy-ის 100 პრეტენდენტი წარადგინეს.
Tuttosport-მა ჩამოწერა ის 100 ფეხბურთელი, რომლებიც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობაზე აცხადებენ პრეტენზიას. გამოცემამ რეიტინგი ივნისის მონაცემებით შეადგინა.
მოდელი Golden Boy Index ფეხბურთელებს აფასებს 2023 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 19 მაისამდე პერიოდში. რეიტინგი ყოველთვიურად განახლდება ოქტომბრამდე, როდესაც გამარჯვებულს გამოავლენენ.
ტოპ 10 ახლა ასეთია:
- ლამინ იამალი („ბარსელონა“);
- ჟოაო ნევეში („ბენფიკა“);
- ალეხანდრო გარნაჩო („მანჩესტერი“);
- უორენ ზაირ-ემერი (პსჟ);
- ლენი იორო („ლილი“);
- სავიო („ჟირონა“);
- კობი მაინუ („მანჩესტერი“);
- პაუ კუბარსი („ბარსელონა“);
- ალეკსანდარ პავლოვიჩი („ბაიერნი“);
- რიკო ლუისი („სიტი“).
„რეალის“ არდა გიულერი მე-19 ადგილზეა, გავი 20-ეზე, ვიკტორ როკე – 50-ეა.
GIPHY App Key not set. Please check settings