უკვე ოფიციალურად – თემურ ქეცბაია ფამაგუსტას “ანორთოსისში” რჩება. ამის შესახებ კვიპროსული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასის ფინალურ შეხვედრაში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა და 14 წლის შემდემ ფამაგუსტელებს ტიტული მოაგებინა.
ქართველმა მწვრთნელმა “ანორთოსისთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსული გუნდი (“ანორთოსისი”) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings