in

ოფიციალურად: უეფამ გაზპრომს კონტრაქტი შეუწყვიტა

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და რუსულ “გაზპრომს” შორის კონტრაქტი შეწყდა.

ამიერიდან გაზპრომი უეფას გენერალური სპონსორი აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია უეფამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

“უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “გაზპრომთან” მოქმედი ხელშეკრულება ყველა ტურნირის ფარგლებში დაუყოვნებლად შეწყვიტოს. შეთანხმების გაწყვეტა ეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ყველა საკლუბო თუ სანაკრებო ტურნირს და მათ შორის ევრო 2024-ს”, – წერია განცხადებაში.

“გაზპრომი” ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალური სპონსორი 2012 წლიდანაა და კონტრაქტი 2024 წლამდე იყო გაფორმებული, მაგრამ უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და საომარი მოქმედებების გამო, რუსულ მხარეს სანქციები საერთაშორისო სპორტმაც დაადო.

გეტყვით იმასაც, რომ გუშიnნ უეფამ და ფიფამ რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები და საფეხბურთო კლუბები აბსოლუტურად ყველა ტურნირიდან მოკვეთა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “გაზპრომთან” კონტრაქტი შეწყვიტა გერმანულმა “შალკე 04”-მა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ე ბიჭო, მგონი გეშველა: კვარაცხელიას რუსეთის დატოვების ნებას აძლევენ

რუსეთი ოლიმპიადიდან მოიკვეთა: რუსებს საყვარელი შაიბაც წაართვეს და კალათბურთიდან და რაგბიდანაც დაემშვიდობნენ