ვიქტორ ოსიმენის აგენტმა და „ნაპოლიმ“ მეორე შეხვედრა გამართეს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.
Sky Sport Italia-ის ცნობით, ფორვარდი მზადაა ნეაპოლურ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
მხარეებს შორის ჯერაც რჩება უთანხმოება ფინანსურ ასპექტში. ხელმძღვანელობა შესაძლოა დათმობაზე წავიდეს ხელფასის ნაწილში, მაგრამ მოითხოვს გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 200 მლნ ევროს ჩაიწეროს.
ასევე შესაძლოა განიხილონ საიმიჯო უფლებებზე ერთობლივი ინტერესების ვარიანტი.
ადრე „ნაპოლი“ მზად იყო ოსიმენი 180 მილიონად გაეყიდა.
ამასობაში ისედაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ წერტილი დაესმევა კიმ მინ ჯეს ტრანსფერს „ბაიერნში“. კორეელის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მიუნხენური კლუბის ექიმები სამხრეთ კორეაში ჩაფრინდნენ, სადაც ფეხბურთელი სამხედრო სამსახურს იხდის და იქ ჩაუტარებენ საჭირო შემოწმებას.
„ნაპოლი“ მცველის სანაცვლოდ 50 მლნ ევროს მიიღებს.
კიმის კონტრაქტო მიუნხენში 2028 წლამდე იქნება და ხელფასად დაახლოებით 12 მილიონს აიღებს გადასახადების გადახდამდე.
GIPHY App Key not set. Please check settings