in

ოსიმენი ნაპოლიში დარჩება: ხელფასს გაუზრდიან, გამოსასყიდს დააკლებენ – ნიგერიელი საუდელებს სურთ

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააგრძელებს.

მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა. მხარეები ახლოს არიან მის გაგრძელებასთან. ამაზე ჯანლუკა დი მარციო საუბრობს.

ახალი კონტრაქტის პირობებით, ფეხბურთელს ხელფასს გაუზრდიან. „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისი გამოსასყიდ თანხად 200 მლნ ევროს ადგენს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ეს თანხა დაიკლებს, რადგან უფრო რეალისტური გახდეს სამომავლოდ მსურველი კლუბებისთვის.

24 წლის ოსიმენი გასული სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნიგერიელს კი თვალი „ალ ჰილალმა“ დაადგა. ამ გუნდში კილიამ მბაპე არ წავა და მის ნაცვლად სწორედ ოსიმენი მოისურვეს. თუმცა, მბაპესი არ იყოს, ეს ტრანსფერიც ამ ეტაპზე დიდად მოსალოდნელი არ ჩანს.

მოკლედ, დიდი ალბათობით, სომენისა და კვარაცხელიას დუეტი სერია ა-ში შენარჩუნდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის ჰკითხეთ: ლეომ ყველა თანაგუნდელს კლუბის ფერებში გაწყობილი ყურსასმენები აჩუქა

სიტიმ სტადიონის რეკონსტრუქცია მოიწონა: ტევადობა 10 ათასით იზრდება, ღირებულება 300 მილიონია