“დიდი სლემის” სამგზის გამარჯვებული ნაომი ოსაკა და მისი მეგობარი ბიჭი რეპერი Cordae, GQ-ს ახალი ნომრის გმირები გახდნენ. გამოცემა თანამედროვე სიყვარულს შეეხება.
„წყვილი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცდილობს ერთმანეთისთვის დროის გამონახვას. ეს არც ისე მარტივია, რადგან ორივეს გადატვირთული რეჟიმი აქვს. მათ ხშირად უწევთ მოგზაურობა და პანდემიისა და კარანტინის პერიოდში მათი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. ოსაკამ კარიერაზეც ისაუბრა და კობი ბრაიანტი, ასევე Louis Vuitton-თან თანამშრომლობა გაიხსენა.
საკმაოდ საინტერესო საუბრის დროს, წყვილმა აჩვენა თუ რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა, ძალიან შეყვარებული და თან ამ ყველაფერში გარკვევას ცდილობდე“, – საუბარია GQ–ს ანონსში.
სიყვარულის ორი სხვა ისტორია ამერიკელ ფეხბურთელ მეგან რაპინოს და კალათბურთელ სიუ ბერდის შეეხებათ, რომლებიც გასულ წელს დაინიშნენ.
GQ-ს ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე ფეხბურთელი რასელ უილსონი და მისი მეუღლე სიარა.
GIPHY App Key not set. Please check settings