in

ორ წუთში ორი გოლი: გულიაშვილმა დუბლი გააკეთა

ბოსნიის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა გიორგი გულიაშვილმა. მისმა „სარაევომ“ სტუმრად 3:1 დაამარცხა “სლოგა” და ამაში ჩვენიანის ლომის წვლილია.

ქართველმა თავდამსხმელმა ორწუთიან ინტერვალში გაიტანა ორი გოლი და 2 ტურის შემდეგ 3 გოლით ბომბარდირია. გიორგი 89-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი გოლის დროს გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, სისწრაფეზე მოატყუა და ბურთი კარში მშვიდად გადაგზავნა. აი მეორე გოლი კი ერთობ ეფექტური გამოვიდა: მარჯვენა ფლანგიდან დაუგორეს, საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს მყოფმა გიორგიმ ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით შორეულ კუთხეში ლამაზად ჩასვა.

გულიაშვილი ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა (გოლი ბელგიასთან). შესაძლოა ის უკვე აკეთებს განაცხადს ეროვნულ ნაკრებზეც. ყოველ შემთხვევაში წინა ხაზში ახალი სახეები და კონკურენცია მხოლოდ მისასალმებელია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი თვე გაუცდება: რა სჭირს სიგუას

24-ე საქართველო მე-7 ადგილზეა: ვის გავუსწარით – ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ