in

ორლანდო მეათეზე გააჩერეს: ბითაძე 3 ქულას დასჯერდა

ორლანდო მეჯიქის ბრწყინვალე გამარჯვებათა სერია შეწყდა. ზედიზედ მოპოვებული 9 გამარჯვების შემდეგ გოგა ბითაძის გუნდი ბრუკლინში დამარცხდა, სადაც 14 ნოემბერს წაგებული მატჩის შემდეგ დაიწყო სწორედ ეს შედეგიანი სერია. ბრუკლინ ნეთსმა შეხვედრა 129:101 მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 6 ცდიდან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა. ორლანდოელთაგან 19 ქულით, 10 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო იყო პაოლო ბანკერი, ფრანც ვაგნერის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.

14 მოგებითა და 6 მარცხით ორლანდო ანალოგიური შედეგის მქონე მილუოკისთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციის 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ შეხვერას ბითაძის გუნდი კლივლენდში, 6 დეკემბერს გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2024-ის კალენდარი: სად და როდის შეიძლება მოუწიოს საქართველოს

ზურიკოს ბორდომ ისევ წააგო, ქოჩორაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა – ლეგიონერები