in

ორი ქართული გამარჯვება ერთ ივენთზე: დვალიშვილმა სტამანი დაამარცხა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მერვედ იჩხუბა. მისი მეტოქე ამჯერად 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი იყო, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა 3-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ აჯობა და UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კოდი სტამანთან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ეჩხუბა, მაგრამ მაშინ დაპირისპირება კოდის ტრავმის გამო არ შედგა. სამწუხაროდ, ხელმეორედ დაგეგმილი ორთაბძოლაც გაუქმდა – ამჯერად მიზეზი კორონავირუსი იყო, რომელიც მერაბს დაუდგინდა, რის გამოც 6 თებერვალს ჩანიშნული ბრძოლაც გადაიდო.

2 მაისს გამართული ბრძოლის სამივე რაუნდში ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებულიც გახდა. მერაბი მთელი ბრძოლის განმავლობაში კარგ დარტყმებს ახორციელებდა და მეტოქეს უშანსოდ ტოვებდა. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა დგომში ძალიან კარგად იჩხუბა.

ქართველი ნინძა შეუჩერებელია: ჭიკაძემ სვანსონი ერთ წუთში დაანოკაუტა

მერაბის კომენტარი გამარჯვების შემდეგ:

“საქართველო ძალიან მიყვარხარ. ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომას. დიდი მადლობა ყველას ქომაგობისთვის და შევეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

ევრს ვშრომობდი და მოვიგე. ბედნიერი ვარ თხუთმეტეულის წევრთან გამარჯვებით. ჩემს გუნდელებთან ერთად ყოველთვის ბევრს ვმუშაობ, ყველაფერზე გვიწევს მუშაობა, ეს მხოლოდ ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ არ არის. მე დღეს ვაჩვენე, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შემიძლია. მინდა, რომ ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე – ერთ თვეში, ორ თვეში. თუ ვინმეს დავჭირდები, მე ამისთვის მზად ვარ. მე ვიმსახურებ მეტოქეს ტოპ 10დან, ტოპ 5-დან. ეს ნამდვილად დავიმსახურე, მე ზედიზედ 6 მოგება მაქვს. ვიმსახურებ დომენიკ კრუზთან შეხვედრას ან რომელიმე დიდ ყოფილ ჩემპიონთან”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ქართველი ნინძა შეუჩერებელია – ჭიკაძემ სვანსონი ერთ წუთში დაანოკაუტა

მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა: მთავარი ბრძოლა ბევერენში შედგება