მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის “მონპელიემ” ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავას “კასტრი” 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
“მონპელიეს” ტოპ 14-ის ფინალი ორჯერ ქონდა ნათამაშები – 2011 და 2018 წლებში, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა, ახლა კი სანუკვარი ჯილდო პირველად მოიპოვა.
ჩემპიონის რიგებში აფრასიძემ შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა. ტრავმის გამო არ უთამაშია მიხეილ ნარიაშვილს. “კასტრის” რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.
GIPHY App Key not set. Please check settings