სარაგბო კლუბ ოზურგეთის “არწივების” შემადგენლობაში ორი სამხრეთ აფრიკელი მორაგბე ითამაშებს.
მომავალი წრიდან გურულ კლუბს 21 წლის ჯაბულანი მეკულვანი და 22 წლის ჯასტინ ნაუდე გააძლიერებენ.
ამ ეტაპზე ოზურგეთის “არწივები” საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (პირველი ლიგა) ასპარეზობს და თავის ჯგუფში მეორე ადგილზეა. “არწივები” ჯგუფის ლიდერს თბილისის “არმიას” 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მათ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings