in

ორი პრემიერლიგიდან, ერთი ჩემპიონშიპიდან: ჩაკვეტაძე ალბათ გუნდს შეიცვლის

SportsBoom-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” 25 წლის გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის ორი გუნდი “სანდერლენდი” და “ბარნლი”, ასევე ჩემპიონშიპში აღზევებული “ბირმინგემი” ინტერესდება.

წყარო წერს, რომ აქედან ყველაზე რეალური “სანდერლენდის” ვარიანტია, რომელსაც ჩვენებურის გადაბირება ყველაზე მეტად სურს. “შავი კატების” სპორტულ დირექტორ კრისტიან სპიკმანს და ახალ დაკომპლექტების ხელმძღვანელ ფლორენტ გისოლფის გუნდის რესტრუქტურიზაცია სურთ, რომელიც, სავარაუდოდ, პრიორიტეტს ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებს მიანიჭებს, რომლებსაც შემდეგ სარფიანად გაყიდიან.

იწერება იმის შესახებაც, რომ ქართველის სატრანსფერო ფასმა შესაძლოა, 4-5 მილიონი ფუნტი შეადგინოს, ის კვირაში “უოტფორდში” დაახლოებით, 25 000 ფუნტს გამოიმუშავებს, რისი გადახდაც პრემიერ ლიგის გუნდისთვის ადვილი ამოცანა იქნება.

SportsBoom წერს იმასაც, რომ “სანდერლენდი” მარტო ჩაკვეტაძის გადაბირებით არ შემოიფარგლება. გუნდი “სასუოლოს” 26 წლის შემტევის არმანდ ლორიენტეს დამატებასთანაა ახლოს, რომელიც გასულ სეზონში სერია B-ს ბომბარდირი გახდა. “შავი კატები” “რომადან” ესპანელი მცველის ანხელინოს დამატებასაც აპირებენ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი: ისევ იტალია თუ… არაბეთი