in

ორი დინამოს ორხელისუფლებიანობა – ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში თბილისის „დინამომ“ სტუმრად „თელავთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, პირველი ქულები და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა: ახლა სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა – პირველ-მეორე ადგილებს თბილისის და ბათუმის „დინამოები“ იყოფენ.

საქართველოს ჩემპიონატი. V ტური

თელავი – დინამო (თბ) 2:2
თელავი. „კავკასიონი არენა“
გოლები: 0:1 სიგუა (15), 0:2 კამარა (33), 1:2 ფირანაშვილი (44), 2:2 აშორტია (66)

ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ 4:1 მოუგო. ფლამარიონიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. „გაგრაში“ პირველად ითამაშა გუნდში დაბრუნებულმა ოქრიაშვილმა, აგრეთვე პარკაძემ, რომელიც „ბაიერნში“ გადასვლამდე იჯარის წესით იასპარეზებს.

გაგრა – დინამო (ბთ) 1:4
თბილისი. „ილია კოკაია“
გოლები: 0:1 ფლამარიონი (19), 0:2 ფლამარიონი (35), 0:3 ღუდუშაური (42), 0:4 ფლამარიონი (51), 1:4 მუსელიანი (59)

„სამტრედიამ“ და „საბურთალომ“ უხვგოლიან მატჩში ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია ორივე გუნდის დაცვაში სუსტი თამაში.

სამტრედია – საბურთალო 3:3
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
გოლები: 0:1 სილა (4), 1:1 ნაჭყებია (14), 2:1 ჩამბა (17), 2:2 გ. მამაგეიშვილი (20), 2:3 გელაშვილი (53), 3:3 კილასონია (90, პენ)

გორის „დილამ” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ბოლოს ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა. ერთწუთიანი ინტერვალით ორი ყვითელი ბარათი მიიღო ქობულეთელმა ლაშა კვარაცხელიამ. წითელმა ბარათმა ისე გამოიყვანა მწყობრიდან ფეხბურთელი, წაქცეულ მეტოქეს წიხლი ჩაარტყა.

დილა – შუქურა 2:0
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 გომისი (13′ ზ. თევზაძის პასით), 2:0 გეილი (67′ გომისის პასით)

ქუთაისის „ტორპედო” ახალ სეზონში სტუმრად კარგად თამაშობს. როგორც სტუმარს, „ტორპედოს“ მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია. გუნდს ასევე გოლი არ აქვს გაშვებული.

სამგურალი – ტორპედო 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსი აქვს, საქართველოს შეუძლია ევროპა მოამარაგოს

პირველად რომ ბურთს შევეხე იმ წამიდან ვიცოდი… სიგუას პირველი კომენტარი: ვერ გადმოვცემ, როგორი ბედნიერი ვარ