in

ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან: შავმა ლომმა მეორეც მოიგო

“შავმა ლომმა” შოტლანდიურ ტურნეზე მეორე თამაშიც მოიგო. ‘ედინბურგის’ სარეზერვო გუნდის (47:33) შემდეგ, რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა „სკოტსთოუნზე“ ‘გლაზგო ვორიორსის’ მეორე გუნდსაც სძლიეს – 26:14.

გლაზგოელებთან თავი გუნდის ვეტერანებმა გამოიჩინეს. ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, გარდასახვები კი ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.

მატჩში ტურნეზე მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.

22 მაისი. გლაზგო. სკოტსთოუნი.

გლაზგო ვორიორსი A (შოტლანდია) – შავი ლომი (საქართველო)14:26

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. დემურ თაფლაძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ზაურ ლუტიძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საშინაო ფრე: ბუდუ შესვენებაზე შევიდა და ჰაიდენჰაიმმა ამის მერე ამოქაჩა

მსოფლიო მოგებით დავიწყეთ: საქართველომ არაბეთი დაამარცხა