გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის 22-ე ტურში სტუმრად „პრესტონს“ შეხვდა და ქულა მიიმატა აქტივს – 2:2.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო „უოტფორდმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მწვრთნელის, 35 წლის ბელგიელი ედუარდ სტილის ხელმძღვანელობით.
რატომღაც მარჯვენა ფლანგზე გამწესებული ჩაკვეტაძე შესვენებაზე შეცვალეს, ძირითადში დებიუტის მქონე გოგლიჩიძე კი 61-ე წუთზე გავიდა და კარგი პრესა დაიმსახურა.
შეფასებები:
ჩაკვეტაძე: whoscored – 6.0, sofascore – 6.4, flashscore – 6.3.
გოგლიჩიძე: whoscored – 6.7, sofascore – 7.3, flashscore – 7.5.
პრესტონი – უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 დობინი (19), 1:1 მაამა (55), 1:2 ოფია (57, საკ. კარში), 2:2 სმოლი (70)
„უოტფორდი“ 45 ქულით მე-12 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 21 თებერვალს „დერბის“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings