ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში კარგი თამაში ჰქონდა ორ ქართველს: გიორგი ქოჩორაშვილმაც და გიორგი წიტაიშვილმაც მშვენივრად ითამაშეს და დაუფასდათ. ჩვენიანები ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა გამოარჩია და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„ლევანტეს“ ქოჩორაშვილმა „კარტახენასთან“ (3:0) გოლი გაიტანა, ხოლო „გრანადას“ წიტაიშვილმა „ფეროლთან“ (3:0) გოლიც გაიტანა და ასისტიც გააკეთა.
ქოჩორაშვილი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზეა 8,2 ქულიანი შეფასებით, ხოლო წიტაიშვილს 8,4 ქულ დაუწერეს და მარჯვენა ფლანგზე დააყენეს.
GIPHY App Key not set. Please check settings