in

ორივემ მოიგო: სანდროს 11 ქულა გოლდენ სტეიტთან და გოგას 6 ქულა ბოსტონთან

NBA-ის მორიგ სათამაშო დრეს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა და დაძაბულ მატჩში მოუგო – 114:111.

ქართველმა 23 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა.

უმოტივაციოდ დარჩენილი “სან ანტონიო” 33 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, პლეი-ოფის შანსი აღარ აქვს და 12 აპრილს “ფინიქსს” შეხვდება.

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი „ბოსტონ სელტიქსს“ უმასპინძლა და გაიმარჯვა – 96:76.

ქართველმა ცენტრმა თითქმის 21 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ბითაძემ თამაშიდან მეტოქის ფარს შვიდჯერ შეუტია, საიდანაც სამი ტყორცნა ზუსტი იყო.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ორლანდო“ 40 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის ნომინანტია: მივცეთ ხმა ხვიჩას

რობერტო კარლოსის გოლი საუკეთესო ჯარიმაა ისტორიაში: მესი მეორეა, რონალდო ორჯერაა