ვიქტორ ოსიმენისა და მამუკა ჯუღელის ამბავი არ ცხრება. აგენტის განცხადებას თავად ფეხბურთელიც მკვახედ გამოეხმაურა და სხვებიც არ იშურებენ კომენტარებს.
არ გაბედო ჩემი სახელის ხსენება: ოსიმენმა ხვიჩას აგენტი გამოლანძღა
„ნაპოლის“ ფორვარდმა ინტერვიუ მისცა და იქ ისაუბრა საკუთარი მომავალზე:
„კვარაცხელიას აგენტის სიტყვები ჩემს მომავალთან დაკავშირებით? გარკვეული უნარები ნამდვილად გამაჩნია, თუმცა მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია.
ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან, შარშან სკუდეტოს მოგება ადვილად შევძელით, თუმცა ყოველ წელს რაღაც იცვლება. სიმართლე უნდა ვთქვათ, აღარ გვყავს ისეთი შემადგენლობა, როგორიც შარშან.
ის, რომ გუნდმა ბოლო 4 თამაშში გოლის გატანა ვერ შეძლო, ნამდვილად საგანგაშოა. იმედი მაქვს, ფეხბურთლებს სათანადო რეაქცია ექნებათ“, – განაცხადა ოსიმენმა.
ჯუღელი-ოსიმენის ამბავს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინოც გამოეხმაურა.
„ხვიჩას აგენტი შეცდა, როდესაც საუბარი ოსიმენის მომავალზე დაიწყო. მას არ აქვს უფლება, სხვის მომავალზე ისაუბროს, თუმცა ოსიმენის რეაქციაც შემაშფოთებელი იყო, მან და მისმა აგენტმა გადააჭარბეს.
ვინ არის მთავარი დამნაშავე? – დე ლაურენტისი. ის გუნდში წესრიგს ვერ ამყარებს. მან ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაავალდებულოს მოთამაშეები, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთონ“.
აღნიშნულ ფაქტს ტვიტერზე „ნაპოლის“ ქომაგები ეხმიანებიან.
„ღმერთო ჩემო, წელი საშინლად დაიწყო. ერთი მუდმივად ამტკიცებს, რომ არაპროფესიონალია, ხვიჩას აგენტმა კი არ იცის, სად რა თქვას. ცხადია, დე ლაურენტისს ეს პრობლემები სულ არ აინტერესებს“.
„მგონი, ოსიმენმა გადაამეტა, ეს გუნდის მომავალზე კარგად არ იმოქმედებს“.
„ეს კაცი ნამდვილად ხვიჩას აგენტია?“.
„ხვიჩას აგენტი ყველა იმ სიტყვას იმსახურებს, რაც ოსიმენმა მისი მიმართულებით განაცხადა“.
„იმედია, ეს კონფლიქტი ბიჭებზე არ იმოქმედებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ოსიმენი მართლა დაგვტოვებს“.
sportall.ge-ის მიხედვით
GIPHY App Key not set. Please check settings