საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ნოემბრის სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში და შესანიშნავ განწყობაზე ხვდება.
კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში ფამაგუსტას “ანორთოსისისმა” კვიპროსის მოქმედი ჩემპიონი ნიქოზიის “ომონია” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს მატჩი ფამაგუსტელებისთვის ისტორიული იყო, რადგან “ანორთოსისს” “ომონია” გასვლაზე სამი წელი არ ყავდა დამარცებული.
თემურ ქეცბაიას გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი კი, გიორგი ლორია გახლდათ. ლორიამ სამჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მისი ერთი სეივი კი, კვიპროსის პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ ტურის სეივად დაასახელა.
შეგახსენებთ, გიორგი ლორია ამჯერად საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ხვალ ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთს ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings