in

ოლიმპიური ოცნება ზეცაში წაიღო: ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

დაე, შენს გულში ატარო მისი ოლიმპიური ოცნება – ეს ფიცი ქართველმა ოლიმპიელებმა ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე დადეს.

მოგეხსენებათ, 2010 წლის 12 თებერვალს ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ნოდარ ქუმარიტაშვილი უინსტლერის ტრასაზე საცდელი დაშვების დროს დაიღუპა. 143.3 კმ/სთ-ით მოძრავი ციგა ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას დაეჯახა. ნოდარი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

“ნოდარს არ მოიხსენიებენ, როგორც გარდაცვლილ სპორტსმენად, არამედ მას მოიხსენიებენ გმირად, რომელმაც სამშობლო ასახელა” – ამ სიტყვებით იწყება ნოდარ ქუმარიტაშვილის დედის წიგნი, რომელიც ნოდარის განვლილ ცხოვრებას ეხება.

ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილმა საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა და ნოდარის ოლიმპიური ოცნება მან აასრულა.

“ნოდარიზე ფიქრი ძალას მმატებს. ყოველი დაშვების წინ მასზე ვფიქრობ, რაც ჩემთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. ჩემი მთავარი მიზანიაა, ღირსეულად გავაგრძელო ნოდარის გზა”, – თქვა საბა ქუმარიტაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ნოდარ ქუმარიტაშვილი – 21 წლის ბიჭი, რომელმაც ოცნება ზეცაში წაიღო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგო ფეხბურთიდან გააგდეს, ის კი OnlyFans-ის ვარსკვლავი გახდა

მესიმ მდიდრული სასტუმრო იყიდა და ყველა თანამშრომელი გააგდო: საქმეში ქალაქის მერი ჩაერია, ლეო სკანდალშია