in

ოლიმპიადა დასრულდა: ჩვენთვის ისტორიული გამოდგა – დროშა გენომ გაიტანა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთვნილებაა.
საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.

ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე გახდა მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო ათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

გენო პეტრიაშვილი გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება.

ლაშა ბექაური საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.

ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, ვინც სამჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს 7 მედალი პარიზიდან: 3 ოქროა – შესრულდა თუ არა ჩვენი ოლიმპიური დევიზი

საუკეთესო ქართველი ალპინისტი – არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა