in

ოლივერ კანი: შემახსენეთ, როდის უმთავრდება კონტრაქტი ლევნადოვსკის?

ზაფხულის ცხელი სატრანსფერო ფანჯარა, ნელ-ნელა ხურდება და დღე არ გავა ბომბ ტრანსფერის გარეშე. ბოლო კვირების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად რობერტ ლევანდოვსკის „ბარსაში“ ტრანსფერი ჩამოყალიბდა.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლევამ ღიად ითხოვა გუნდიდან გამიშვითო. ემოციების ნაკლებობას ვგრძნობ და ახალი ეტაპი მჭირდებაო. დაიწყო მოლაპარაკებებიო, ხან რომანომ ხან ავტორიტეტულმა „სქაიმ“, ხან ვინ და ხან ვინ, მაგრამ ნათვამია: ფიცის მწამს და ბოლო მაკვირვებსო, ჰოდა ჩვენი ლევანდოვსკის ამბავიც ასეთია.


გუშინ, „ბაიერნმა“ სადიო მანე წარადგინა და გვერდზე მდგომა ოლივერ კანმა მიკროფონი ითხოვა: „სიახლე რობერტის შესახებ? მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და პრესეზონის დაწყებისას საწვრთნელ ბაზაზე ველით. სხვა არაფერი გვაინტერესებს. ვცდილობთ გუნდისათვის მაქსიმალურად სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ“. აქ ციტატის წერტილიცაა და ლევანდოვსკის პოტენციური ტრანსფერისაც.


მიზეზიც გასაგებია, „სიტიმ“ ჰოლანდი წაიყვანა, „ლივერპულმა“ ნუნიესი, „ინტერმა“ ლუკაკუ დაიბრუნა. ერთადერთი თავისუფალი ვარიანტი, რომელიც, ალბათ, მიუნხენელთა კალიბრში ჯდება, ჰარი კეინია, რომელსაც, ლამის საქართველოს ბიუჯეტის ფასი ადევს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფაბრიციო რომანო დიდ ტრანსფერზე წერს, მაგრამ ეს ადამიანი არც ფეხბურთელია და არც მწვრთნელი…

ყოველგვარი რევერანსის გარეშე – დღეს ზინედინ ზიდანის დაბადების დღეა!