in

ოლდ ტრაფორდი შესაძლოა დაანგრიონ: მანჩესტერს ახალი სტადიონი უნდა

„მანჩესტერის“ სტადიონი შესაძლოა ახლის აშენების გამო დაანგრიონ.

ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს არენის რეკონსტრუქციის ფარგლებში.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მანკუნიანელები მალე შეძლებენ შეარჩიონ კომპანია, რომელიც რეკონსტრუქციაზე იქნება პასუხისმგებელი.

ერთი ვარიანტი „ოლდ ტრაფორდის“ სრული დანგრევაა, რომელიც 1910 წელს გაიხსნა და 74 140 მაყურებელს იტევს.

დანგრევის შემთხვევაში „მანჩესტერი“ გეგმავს 90 ათასიანი არენის აშენებას. ტერიტორიაზე ასევე გაკეთდება მცირე არენა ქალთა და აკადემიის გუნდების მატჩებისთვის.

ამავე დროს „მანჩესტერი“ რეკონსტრუქციის სხვა ვარიანტების განხილვისთვისაც მზადაა. მათ შორისაა სამხრეთ ტრიბუნის გაფართოება (80 ათასამდე გაზრდა) ან სტადიონის სრული რეკონსტრუქცია დანგრევისა და სამხრეთ ტრიბუნის გაფართოების გარეშე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დილას მორიგი ტრანსფერი: ვაგნერი გორში ბრუნდება

მამარდაშვილი vs სილესენი? სტატისტიკით ქართველი სჯობს