გუშინ ევროპული საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე ტურნირის ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. 8 წყვილიდან 6-ში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით ყველაფერი გადაწყვეტილია.
ჯერ არაფერია გარკვეული და ყველაფერი შეიძლება მოხდეს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მილანის” შეხვედრაში. ლეგენდარულ “ოლდ ტრაფორდზე” გამორთული შეხვედრა ფრე 1:1 დასრულდა.
ანგარიში 46-ე წუთზე ამად დიალომ გახსნა, რომელმაც ბრუნო ფერნანდეშის პასი გამოიყენა. პიოლის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მოახერხა. თავი სიმონ კიაერმა გამოიჩინა.
საბოლოოდ, ფრე 1:1 და განმეორებით მატჩს, რომელიც მილანში “სან სიროზე” გაიმართება, “როსონერი” მცირე უპირატესობით ხვდება.
“მანჩესტერი” – “მილანი” 1:1
1:0 დიალო (46) 1:1 კიაერი (90)
“მანჩესტერი”: ჰენდერსონი, ვან-ბისაკა (74. უილიამსი), ბეილი, მაგუაირი, ტელესი, მაკტომინეი, მატიჩი, ჯეიმსი (74. შოუ), ფერნანდეში (74. ფრედი), მარსიალი (46. დიალო), გრინვუდი
“მილანი”: დონარუმა, დელოტი, ტომორი, კიაერი, კალაბრია (74. კალულუ), კესი, მეიტე, კრუნიჩი, დიაზი (69. ტონალი), სეილმეიკერსი (69. კასტელიხო), ლეაო
საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა პრაღაშიც, სადაც სტივენ ჯერარდის “რეინჯერსი” “სლავიასთან” ფრეს 1:1 დასჯერდა.
სხვა შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა.
“რომა” – “შახტარი” 3:0
1:0 პელეგრინი (23) 2:0 ელ შაარავი (73) 3:0 მანჩინი (77)
“რომი”: ლოპეზი, სპინასოლა, მანჩინი, კუმბულა, კრისტანტე, ვილარი, დიავარა, კარსდორპი, პელეგრინი, პედრო, მხითარიანი
“ოლიმპიაკოსი” – “არსენალი” 1:3
0:1 ოდეგაარდი (34) 1:1 ელ არაბი (58) 1:2 გაბრიელი (80) 1:3 ელნენი (85)
“არსენალი”: ლენო, ტერნი, გაბრიელი, ლუისი, ბელერინი, ჯაკა, ტომასი, ვილიანი, საკა, ოდეგაარდი, ობემეიანგი
“ტოტენჰემი” – “დინამო” ზაგრები 2:0
1:0 კეინი (25) 2:0 კეინი (70)
“ტოტენჰემი”: ლორისი, აურიე, დაიერი, სანჩესი,დევისი, სისოკო, ნდომბელე, ლამელა. ალი, სონი, კეინი
“აიაქსი” – “იანგ ბოისი” 3:0
1:0 კლაასენი (62) 2:0 ტადიჩი (82) 3:0 ბრობეი (90)
“აიაქსი”: ტეკელენბურგი, რენშჩი, ტიმბერი, მარტინესი, ტალიაფიკო, ალვარესი, კლაასენი, გრავენბერჩი, ანტონი, ნერესი, ტადიჩი.
“დინამო კიევი” – “ვილეარეალი” 0:2
0:1 ტორესი (30) 0:2 ალბიოლი (52) 0:2
კეინი, ტადიჩი, სოლდადო და პელეგრინი ევროპა ლიგის კვირის მოთამაშის პრეტენდენტები არიან.
ჰარი კეინმა 25-ე და 26-ე გოლები გაიტანა. მას 42 (26+16) ქულა აქვს 37 მატჩში.
ვილიანმა „არსენალში“ ზედიზედ მე-4 მატჩში გააკეთა საგოლე პასი.
ედეგორმა პირველი გოლი გაიტანა „არსენალში“. ის გუნდში იჯარითაა სეზონის ბოლომდე.
ბრუნო ფერნანდეშს 11 (7+4) ქულა დაუგროვდა ბოლო 11 მატჩში.
18 წლის დიალომ პირველი გოლი გაიტანა „მანჩესტერის“ რიგებში.
GIPHY App Key not set. Please check settings