საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად სომხეთი 3:0 დაამარცხა და ბუნებრივია ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგი შეფასებები დაიმსახურეს, განსაკუთრებით კი დუბლის ავტორი გიურგი მიქაუტაძეა გამოსარჩევი.
მის გარდა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ კიდევ სამი ჩვენიანი მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო მიქაუტაძე სულაც საუკეთესო ფეხბურთელი აღმოჩნდა.
ნაკრები ანალიტიკურმა პორტალმა whoscored-მა შეადგინა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილი (7.9), გიორგი ქოჩორაშვილი (7.8) გიორგი ჩაკვეტაძე (7.6) და გიორგი მიქაუტაძე (8.8) გამოარჩია.

GIPHY App Key not set. Please check settings