in

ოთხიდან ოთხი: პოლონეთთან ბრძოლაში წავაგეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს მეტოქე პოლონეთი იყო, რომელიც თავის მხრივ ევრობასკეტისთვის როგორც მონაწილე და როგორც თანაორგანიზატორი ემზადება.

საქართველოს ნაკრებმა აქამდე გამართული სამივე ამხანაგური მატჩი დათმო და სამწუხაროდ, წარუმატებელი სერია პოლონეთშიც გაუგრძელდა, თუმცა ეს შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის ყველა წინანდელზე უკეთესი იყო. საქართველომ პირველი ნახევარი 8 ქულით მოიგო და მიუხედავად მესამე პერიოდში ჩამორჩენისა, მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. საბოლოოდ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 89:94 დათმო.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა 15 კალათბურთელიდან 10 ათამაშა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი სულაბერიძეს, ილია ლონდარიძეს, ალექსანდრე ფევაძეს, სანდრო სანაძესა და ლუკა მაზიაშვილს. დანარჩენი 10 კალათბურთელიდან ყველაზე მეტი 28:37 წუთი სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, რომელმაც 16 ქულა და 4 პასი მიითვალა. ყველაზე შედეგიანი კი ვეტერანი გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. პირველ ნახევარში ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო გოგა ბითაძე, რომელსაც საბოლოოდ 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთში გააგრძელებს, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებს 19 აგვისტოს პრაღაში, ხოლო 21 აგვისტოს პარდუბიცეში დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვინდა, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ

საოცარი ქართული მატჩი კონფერენსლიგაზე: ქართველები საუკეთესოები იყვნენ – ლეგიონერები ევროტურნირებზე